სხვა

„ტელეფონში ჩემი ნომერი გრიშათი უწერიათ“

რა უთხრა გია ყანჩელმა დავით კვირცხალიას

მსახიობი დავით კვირცხალია გადაცემას „კითხვები ნიკოლოზისგან“ სტუმრობდა, სადაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მის მიერ შესრულებულ გრიშა კაკაჩიას როლზე ისაუბრა:

.

-ასაკს თავისი მოაქვს.. ეს როლი იმ დროს საჩუქარი იყო, არ ველოდებოდი. დამიძახეს პატარა ეპიზოდზე, მერე ისე გამოვიდა, რომ ჩემი როლით დაინტერესდნენ რეჟისორი და დრამატურგი. ძალიან მიყვარს ისინი, ასეთი მომსმენი ხალხი იშვიათად მინახავს.

მახსოვს, ერთხელ ბატონმა გია ყანჩელმა დამირეკა.. მაშინ ანტვერპენში ცხოვრობდა. მითხრა, მეც მყავს აქ ლამარაო, აქაური ქალიაო. ერთ დილით შემოვიდა და მყისიერად ლამარა დავუძახეო, შეეშინდა, ფეხი იტკინა და შენი ბრალია, მიხედე ახლაო. ამ სერიალის მერე გრიშას მეძახიან. ჩემ შვილებს და შვილიშვილებს ტელეფონში ჩემი ნომერი გრიშათი უწერიათ. ვიღაც კაცს, ტელეფონის ზარად ჰქონდა დაყენებული, როგორ ვეძახი კვაზი მატკავას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close