საზოგადოება
ტელეფონის ნომრები, რომლებზეც უნდა დარეკოთ, როცა 112 არ გიპასუხებთ
ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილი ხარვეზის გამო, 112 განცხადებას ავრცელებს.
,,მოგახსენებთ, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში შეფერხებით შემოდის ზარები.
თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:
032 2 411011- სახანძრო სამაშველო
032 2 418505- საპატრულო (თბილისი)
032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)
595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)
599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)
სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის,”- ნათქვამია გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებაში.