სამართალი და კრიმინალი

ტაჯიკი ადვოკატები ესტუმრნენ საადვოკატო ბიუროს – ,,მიგრიაული და პარტნიორები”

2017 წლის 14 სექტემბერს საადვოკატო ბიუროს “მიგრიაული და პარტნიორები“ ესტუმრა ტაჯიკეთის ადვოკატთა დელეგაცია, რომლებიც სტუმრად იმყოფებიან საქართველოში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით. ტაჯიკეთის რესპუბლიკის ადვოკატთა კორპუსი შეიქმნა 2015 წელს. ამდენად, მათთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდებოდა საქართველოში საადვოკატო კორპუსის შექმნას, შექმნის დროს წამოშრილ პრობლემებს, ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას. პროფესიაში მიღების წესებს, პროფესიული ეთიკის ნორმების გამოყენებას და ა.შ.
საქართველოში ყოფნის პერიოდში ტაჯიკი ადვოკატებისათვის საინტერესო იქნებოდა აგრეთვე კონკრეტული საადვოკატო ბიუროში ვიზიტი, რასაც ემსახურებოდა მათი სტუმრობა საადვოკატო ბიუროში „მიგრიაული და პარტნიორები“.

ტაჯიკი ადვოკატები გაეცნენ საადვოკატო ბიუროს შექმნის ისტორიას, ბიუროს სამართლებრივ და ორგანიზაციულ სტრუქტურას, ბიუროში ადვოკატების საქმიანობის საკითხებს, კლიენტების მოზიდვისა და მათთან ურთიერთობის წესებს, სახელმწიფოსთან და ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთობის საკითხებს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ხატიაშვილი და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნი ინგა ნებიერიძე. შეხვედრის ბოლოს მოხდა საჩუქრების ურთიერთგაცვლა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close