საზოგადოება

,,ტანსაცმელს რომ წაეკიდა, თოკები დაწვა, ჩამოვარდა და იქვე ფეხსაცმელს წაეკიდა- იქნებ დაგვინდოთ!”

ბედობა დღეს პიროტექნიკის გამო მომხდარი კიდევ ერთი შემთხვევა❗️
ვაკოპირებთ ანა ბენიძის ტექსტს, რომელმაც დიდი დიღმის ჯგუფში დადო ეს ინფორმაცია.
,,გამარჯობა,
ბედობას, საღამოს 9 დან 10 ის 15 წუთამდე, ვიღაცის გასროლილი შუშხუნა შემოვარდა აივანზე, სადაც სარეცხი მქონდა გაფენილი ჭერში შეკიდულ საშრობზე. ტანსაცმელს რომ წაეკიდა, თოკები დაწვა, ჩამოვარდა და იქვე ფეხსაცმელს წაეკიდა.
ძალიან შემთხვევით დავინახე და ჩავაქრე. წყალი რომ მივასხი, კაკუნი გავიგე, ვიღაც გოგო იყო, არ ვიცი საიდან გაიგო, შემოვიდა, მომეხმარა დარჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში. არ ვიცნობ და დიდი მადლობა მას. ასევე მადლობა ყველას. ვინც რეაგირება მოახდინა. კიდევ კარგი სახლში ვიყავი და ზარალი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და იატაკით შემოიფარგლა.
უფრო ცუდი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო არის ის, რომ ტანსაცმლიდან შეიძლებოდა მიეღწია გათბობის ქვაბამდე და აფეთქებულიყო.
ან მოესწრო სახანძროს და წყლით ჩავერეცხე მე და ქვედა მეზობლები.
კარიდან გადასულიყო ფარდაზე და სახლი გადამწვარიყო და მერე ისევ აფეთქება.
ცუდზე არ მინდა ვიფიქრო, ვიცი, რომ გადავრჩი, პირველ რიგში მე და მერე კორპუსი.
პატრულმა საქმე კრიმინალურ განყოფილებას გადასცა.
თუმცა, თუ რამე დაინახეთ ან იცით, იქნებ მეც გამიზიაროთ.
და ასევე, წინ შობა, ძველით ახალი წელი, ნათლისღება და მერე დარჩენილი შუშხუნების ამოწურვაა. იქნებ არ გაისროლოთ.
31-ში ღამით, მშენებარე კორპუსის სახურავზე წაეკიდა ტოლს, 2- ში ჩემი აივანი დაიწვა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ იქნებ დაგვინდონ და აღარ ისროლონ.
ჩემი მისამართია, გიორგი ბრწყინვალეს 32, მირიან მეფის მხარეს. მგონი მირიან მეფის 13 ნომერია, რაც ყველაზე ახლოსაა ჩემს კორპუსთან, წითელი ბინა.
გადარჩენა დამებედა.”
წყარო: ჩემი ქალაქი მკლავს
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close