სამართალი და კრიმინალი

ქალს სახიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა

ავსტრიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც პლასტიკურ ოპერაციებს უკანონოდ აკეთებდა

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ნა­ში და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 35 წლის პირი, რო­მე­ლიც ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში უკა­ნო­ნოდ ატა­რებ­და კოს­მე­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებს. რო­გორც ავ­სტრი­უ­ლი მე­დია წერს, მის „ერთ-ერთ მსხვერ­პლს ახ­ლა­ხან გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და”.

.

მისი ბი­ნი­დან „სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით” 58 წლის ქალი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბით გახ­და გა­და­საყ­ვა­ნი შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში. სწო­რედ ამის შემ­დეგ შე­ი­ტყო პო­ლი­ცი­ამ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქარ­თვე­ლი ქი­რურ­გის შე­სა­ხებ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბულ ქალს სა­ხის არი­დან ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა ჰქონ­და. ად­გილ­ზე მი­სულ­მა მე­დი­კო­სებ­მა ნა­ხეს, რომ პა­ცი­ენტს სა­ხი­სა და ყე­ლის ნა­წილ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით უარ­ყო, რომ ოპე­რა­ცი­ებს ატა­რებ­და. მისი თქმით, 58 წლის ქალი იქ მხო­ლოდ შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, „თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ქი­რურ­გი” პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას ატა­რებ­და, თუმ­ცა პრო­ცე­სი არას­წო­რად წა­რი­მარ­თა. პა­ცი­ენ­ტი პრო­ცე­დუ­რის დროს უჩი­ო­და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას, ჰქონ­და კის­რი­სა და სა­ხის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი. ად­გილ­ზე სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რია.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ავ­სტრი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ შე­სა­ბა­მი­სი ქი­რურ­გის ლი­ცენ­ზია არ აღ­მო­აჩ­ნდა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close