ეკონომიკა

სულხან გვალია: ჩვენ ვხედავთ სებ-ის პრინციპულ განწყობას, რომელიც მიმართულია ლარის კურსის გამყარებისკენ

საქართველოს ბანკში ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ.

როგორც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ სულხან გვალიამ განმარტა, სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კოორდინაციის შედეგი, რამაც გამოიწვია დოლარზე რეზერვის შემცირება და ლიკვიდურობის შეწონვა.

„ეს ინსტრუმენტები აძლიერებს დოლარის მიწოდებას ბანკების მხრიდან ქართულ კომპანიებზე, ძირითადად საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე. გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მიეწოდება ეკონომიკას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს კოორდინაცია გვაძლევს რწმენას, რომ ლარი წავა გამყარებისკენ და იმ კურსისკენ, რაც არის ეკონომიური ფუნდამენტით გამართლებული, ანუ ლარი 2.7 დან 2.8-მდე დასტაბილურდება. სებ-ის გუშინდელი კონკრეტული ქმედებით ქართული ბანკებიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის რესურსის დამატებითი მიწოდება მოხდა ეკონომიკისთვის. ჯამში, ეს ორი ფაქტორი ძალიან იმედის მომცემია. ჩვენ ვხედავთ სებ-ის პრინციპულ განწყობას, რომელიც მიმართულია ლარის კურსის გამყარებისკენ“, – განაცხადა სულხან გვალიამ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 25%-მდე შეუმცირდებათ, რის შედეგადაც დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ.

 

Related Articles

Back to top button
Close