საზოგადოება

,,ხელის აწევით ვირჩევთ ზურა პაპუნიძეს და არ დაიბნეთ”

 აუდიტორია 115 ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

,,დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის რიგით წევრებს მსგავსი შეტყობინენები მოუვიდათ.

აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს სტრუქტურა თავისი არსით არადემოკრატიულია და საჭიროა მისი ფუნდამენტური რეფორმა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აღნიშნული სტრუქტურის რეფორმირებას გულისხმობს, თუმცა როგორც გაირკვა, პროცესი შეჩერებულია აუდიტორია 115-ის მიერ სხვადასხვა კუთხით განხორციელებული აქტივობების გამო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალბატონ მარიამ ჯაშს და საქართველოს პარლამენტს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ გაგრძელდეს კანონის ცვლილებაზე მუშაობა. არსებული სიტუაციის შენარჩუნება ნიშნავს მახინჯი და მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close