„ხელისუფლება არ აპირებს მის გათავისუფლებას”
სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებას, ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, კომენტარი მისმა ადვოკატმა გააკეთა. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს. მისვე თქმით, ქვეყანას ამის გამო შესაძლოა სანქციები დაეკისროს.
„ხელისუფლება არ აპირებს როგორც ჩანს მის გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილება არსებობს. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ პარლამენტში გაკეთებული განცხადებები, ვნახეთ პრემიერმინისტრის განცხადება, ქალბატონი წულუკიანის განცხადება. ამ ადამიანებისთვის არაფერს ნიშნავს, როგორც ჩანს სტრასბურგის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ამის გამო საკმაოდ ცუდი სიტუაცია, იმ გაგებით, რომ მინისტრთა კომიტეტმა შეიძლება სანქციებიც დაუწესოს“,-განაცხადა ჩივიაშვილმა.