საზოგადოება

,,ჩვენო მთავრობავ და მხედრობავ, შესაძლებელია, მომავალში წარგედგინოთ სისხლისსამართლებრივი ბრალი”

გიორგი ტურაზაშვილი, ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი:

,,ჩვენო მთავრობავ და მხედრობავ,
დაიცავით ფაქტიურად და იურიდიულად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა!

თუ არ იცით ეს როგორ უნდა გაკეთდეს, მოიწვიეთ პოლიტიკოსები და იურისტები.

1. ოკუპაციის მთელ ხაზზე დაამონტაჟეთ სათვალთვალო კამერები.
2. საოკუპაციო მთელ ხაზზე აწარმოეთ სასაზღვრო დღე-ღამური მუდმივი პატრულირება.
3. მოახდინეთ ოკუპირების მილიმეტრულიც კი ფიქსაცია და დაიწყეთ ადგილობრივი, რეალური გამოძიება.
4. გამოძიებული პროდუქტის პრეზენტირება ევრო სტრუქტურებს და გაეროს, მოთხოვნა – გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან.

გამოიყენეთ ადგილობრივი და საერთაშორისო აქტები. რას ელოდებით…

თუ აღნიშნულს არ გაკეთებთ, შესაძლებელია, მომავალში წარგედგინოთ სისხლისსამართლებრივი ბრალი სამშობლოს ღალატისათვისათვის, რაც გამოიხატება განზრახ უმოქმედობაში და რომლის ინტერესი სახელმწიფოთაშორისი კორუფციაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close