ქრისტეს მახარობლები თბილისის ქუჩებში (ფოტო კოლაჟი)
მრავალი საუკუნის განმავლობაში “ალილოს” ჩატარების ტრადიცია საქართველოში დაცული იყო და მას, ყოველთვის ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი. ხალხი შემოწირულობას აგროვებდა და უპოვრებს გადასცემდა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში საქველმოქმედო საშობაო მსვლელობის მოწყობა აიკრძალა. მსვლელობის აღდგენა მხოლოდ 90-იან წლებში მოხერხდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით.
“ალილოს” მონაწილეები თბილისში ვარდების მოედანზე იკრიბებიან და რუსთაველის გამზირის გავლით, სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან. პარლამენტთან, საკრებულოსთან, საპატრიარქოსთან მათ საჩუქრებს გადასცემენ, მსვლელობა ყოველთვის თეატრალიზებულია და სანახაობრივი ხასიათი აქვს. გაცოცხლებული არიან ბიბლიური პერსონაჟები. მსვლელობის მთავარი გმირები, ხშირად თეთრებში ჩაცმული ბავშვები “შობის მახარობლები” არიან. მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირებიც. ისინი აღავლენენ ლოცვას, მიაქვთ დროშა, მოაბრძანებენ ქრისტეს შობის ხატს. ირგვლივ საკმეველის სურნელი ტრიალებს და ყველა ერთმანეთს ქრისტეშობას ულოცავს. მოქალაქეები მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებსა და შემოწირულობას გადასცემენ, რაც შემდეგ ობოლ ბავშვებს, უპოვრებსა და მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებს უნაწილდებათ.
.
.
.
.
.
.
.