საზოგადოება

უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ ჩახალიანის გავრცელებულ განცხადებას არაადექვატური უწოდა

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ჩახალიანის გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას არაადეკვატური უწოდა.

,,სომეხი სეპარატისტული აზროვნების წარმომადგენელმა, ვაჰაგან ჩახალიანმა გაავრცელა განცხადება რომელიც არ მალავს თავის უარყოფით და რბილად, რომ ვთქვათ არადეკვატურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. როგორც ჩანს, მას რეალურად არ აინტერესებს ისტორიკოსების კვლევა და ის გარემოება, რომ ძველი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი – კუმურდო — X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარია, რომლის ნანგრევები შემორჩენილია სოფელ კუმურდოში. ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანეეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია, რომ ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება მოხდა XVI საუკუნეში. კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღნიშვნის ღირსია იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგაც ის სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა. აქ განისვენებს ქართველთა ნეშტი და ვერაფრით ვერ იქნება იგი 19 საუკუნეში ჩასახლებული სხვა ერის წარმომადგენლების წინაპრების საძვალე. მითუმეტეს იმ პერიოდის, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ასახელებს. ასევე საოცარია მისი განაცხადის შინაარსი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, „საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს საქართველოში მცხოვრები სომხების ეროვნულ-კულტურული და რელიგიური უფლებების მიმართ გაუგებარ ქცევას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ლოგიკური და კონსტრუქციული გადაწყვეტილების გზით გადაჭრას კუმურდოს თემის პრობლემური საკითხი და არ გამოიწვიონ ჯავახეთის სომხების დაპირისპირება. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სომხების უფლებების სფეროში და საქართველო-სომხეთის შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი გაკეთდა. დადებითი პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს მიზეზი განვაცხადოთ, რომ ჯავახეთის სომხების და საერთოდ, საქართველოს სომხების უფლებების მხრივ რეფორმები ნელი ტემპით ვითარდება და არ შეესაბამება სომხური მოსახლეობის მოლოდინს. ახლა მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაბალანსირებული ოპერაციებით დაუყოვნებლივ დაამყარონ მშვიდობა ჯავახეთში, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი რეგიონის სომეხ ლიდერებთან მშვიდობის დამყარების, ადამიანისა და ეროვნული უფლებების გარანტიების გაძლიერების მიზნით.“ რომელ უფლებებზე აპელირებს ჩახალიანი რომელიც აღნიშნავს, რომ „საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს სომხების ეროვნულ-კულტურული და რელიგიური უფლებების მიმართ გაუგებარ ქცევას“, როცა სომხებს აქვს საქართველოში გარანტირებული ყოველნაირი უფლებები, კერძოდ რწმენის თავისუფლება და არაერთი მომქმედი ეკლესიები, მშობლიურ სომხურ ენაზე საშვალო სკოლები , თეატრები, ჟურნალ-გაზეთები, ტელეარხებზე საინფორმაციო გადაცემები, გარანტირებულია არჩევნის უფლებები და სახელმწიფო უწყებებში ჰყავთ წარმომადგენლობა როგორც ადგილობრივ ასევე საკანონმდებლო ორგანოებში, აქვთ საკუთრების უფლება ასევე ახალგაზრდევბს სომხურ ენაზე შეუძლიათ ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდები და ა.შ. რომელ ქვეყანაში სარგებლობს ამდენი გარანტირებული უფლებებით ადგილობრივი ე.წ. ეროვნული უმცირესობა იქნებ დაგვისახელონ როგორც საქართველოშია?

საქართველო ოდიდგანვე ტოლერანტობით და სხვა ერების უფლებების მიმართ დიდსულოვნებით გამოირჩევა, თუმცა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სამწუხაროდ, სწორედ ამის შემდეგ ზოგჯერ ზოგიერთებს კიდევ უფრო მეტი არაადეკვატური მოთხოვნები უჩნდება. თავიანთი გაუცნობიერობით, ზოგჯერ მესამე ძალის წაქეზებით ( მათი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი პრეტენზიებში მესამე ძალის-  მხედველობაში მაქვს რუსეთის გავლენა უფრო შეიმჩნევა) ვიდრე რეალურად ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს. ჩახალიანის განცხადებაში როცა აღნიშნავს, რომ „განსხვავებით” ჩვენ გვქონდა მიზეზი განვაცხადოთ, რომ ჯავახეთის სომხებისა და საერთოდ, საქართველოს სომხების უფლებების მხრივ რეფორმები ნელი ტემპით ვითარდება და არ შეესაბამება სომხური მოსახლეობის მოლოდინს. ახლა მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაბალანსირებული ოპერაციებით დაუყოვნებლივ დაამყარონ მშვიდობა ჯავახეთში, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი რეგიონის სომეხ ლიდერებთან მშვიდობის დამყარების, ადამიანის და ეროვნული უფლებების გარანტიების გაძლიერების მიზნით სიტუაციის დესტაბილიზაციის ელემენტებს ვურჩევდით, ნუ გახდებით თურქულ-აზერბაიჯანული ინტერესების ინსტრუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის წესებს გამოვიყენებთ მათი თაღლითობის აღმოჩენისა და მშვიდობის აღდგენისთვის.

სომხურ-ქართული კეთილმეზობლური ურთიერთობები ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა თურქულ-აზერბაიჯანულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ალიანსში, მათ პან-თურქულ მისწრაფებებზე და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუშვათ, რომ ჩვენს ურთიერთობებს საფრთხე დაემუქროს.,,საინტერესოა, რომელ სომეხ „ლიდერებზე” მითუთითებს თავის განცხადებაში ჩახალიანი? ჩანს, რომ საქმე გვქონდა არა მოსახლეობის სპონტანურად განვითარებულ მოვლენებზე კუმურდოსთან დაკავშირებით , არამედ კარგად ორგანიზებულ აქციაზე, რომელსაც თავისი ლიდერებიც ჰყოლია ალბათ, დამკვეთებიც ეყოლებოდა და ამიტომაც მივმართავ შესაბამის სახელმწიფო ძალოვან უწყებებს, სრულად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მოახდინონ ადექვატური სამართლებრივი რეაგირება”-განაცხადა გიორგი თევზაძემ.

http://aliq.ge/ge/ვაჰაგნ-ჩახალიანის-განცხა/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close