საზოგადოება

უნდა გვიხაროდეს თუ არა სითი პარკის წასვლა? – ,,საპარკირე ადგილებზე მრიცხველებს აყენებენ”

,,სითი პარკი წავიდა, წაშავდა, წაბნელდა…”,  ,,გვეშველა, მერიამ სითისთან ხელშეკრულება გააუქმა” _ ასეთი განცხადებები ვრცელდება  სოციალურ ქსელში.

როგორც ირკვევა, „სითი პარკი” დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად გარკვეული ჯგუფის ინტერესები დადგა კანონზე მაღლა, კომპანია აუცილებლად მიმართავს სასამართლოს” – განაცხადა ლევან ტაბიძემ.

კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ხელშეკრულება ვადამდე, 2018 წლის 10 აპრილს შეწყდება.

ამ ფაქტით თბილისელების სიხარულს ზოგიერთები მოკლევადიანს უწეოდებენ და აცხადებენ, რომ მერია ასე იმიტომ მოიქცა, რომ სურს, სითი პარკის ნაცვლად სხვა კომპანია შემოიყვანოს ამ ბაზარზე და მას აკეთებინოს ფული. აი, რას აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი:

,,სითი პარკით” გამოწვეული მოკლევადიანი აღრფთოვანება და ახალი კომპანია, რომელიც უფრო მეტს ამოიღებს ჩვენგან, მხოლოდ ახლა კალაძის “კურთხევით”. ახალი საპარგინგე ადგილები? “სოჩიკები” პარკირების ადგილას?

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close