საზოგადოება

,,სანდრა, ჯერ სცადე აუხსნა შვილებს, მიშამ რამდენი ოჯახი შეიწირა საქართველოში”

,,სანდრა რულოვსმა ჩემს შვილებს ვერ ვუხსნი მიშა ციხეში რატომ არისო, სხვა ღირებულებებზე არიან გაზრდილიო…

სანდრა, მოდი, აბა, ჯერ სცადე, აუხსნა შვილებს მიშამ რამდენი ოჯახი შეიწირა საქართველოში..
რამდენი ახალგაზრდა პირდაპირი ბრძანებით დახოცა..
რამდენი ათასი ადამიანი გამოკეტა ციხეში უსამართლო სასამართლოს პირობებში, როცა გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 0.01 პროცენტი იყო..
როგორ უფორმებდნენ დაჭერილი ბიზნესმენები მილიონიან ქონებებს ღამის 3 საათზე ციხეში შეყვანილი ნოტარიუსების მეშვეობით..
მისთვის პოლიტიკურად არასასურველ პირებს როგორ ამწესებდა ციხეებში..
რა საქმიანობოსთვის აძლევდა ღირსების ორდენებს მეგის ქარდავას და მსგავს არამზადებს..
რა იყო და ვისი გაკეთებული იყო სამეგრელოში აღმოჩენნილი ჩანაწერები..
და რამდენი მსგავსი რამ, რაც მიშიკომ და თავის გოშიებმა აკეთეს…
აი ამ ყველაფერს თუ აუხსნი შვილებს მაშინ იმას კიარ იკითხავენ (თუ მართლა სხვა ღირებულებებზე გაზრდილები არიან), მიშა ციხეში რატომაა, იმას უფრო იკითხავენ ეს ყველაფერი მამაჩვენმა ჩაიდინაო.. მერე უფრო იოლად აუხსნი ყველაფერს, მხოლოდ იმას ვერ აუხსნი ამ ყველაფერზე რატომ არ წაუყენა ბრალი საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე და უკრაინაზე ადრე საქართველოში რატომ ვერ დაიჭირეს ეგ და მისი ამალა..

P.S. ამას მეც ვერ ვხსნი ყველაზე მძიმე დანაშაულებებზე რატომ არ წაუყენეს ბრალი მიშას და მის მაღალჩინოსნებს და სავარაუდოდ შენც გაგიჭირდება..
ამისთვის კოჰაბიტაციის მადლობელი უნდა იყოთ მთელი ოჯახი..” _ ასე ეხმაურება სანდრა რულოვსის განცხადებას ყოფილი პოლიტპატიმარი კოკა კვინიკაძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ვერ უხსნის მათ, რატომ დააკავეს მიშა უკრაინაში.

“ელჩებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მეგობრებს, კოლეგებს, ნაცნობ ხალხს ქუჩაში, ყველას ისე თუ ასე ვესაუბრები იმაზე თუ რატომ დააკავეს მიშა უკრაინაში… მაგრამ ვისაც ვერანაერად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა არის ჩვენს ორ ვაჟიშვილთან, ისინი სულ სხვა პრინციპებზე და ღირებულებბზე არიან გაზრდილები და ასეთი უაზრობის და უსამართლობის წინაშე უჭირთ გაგება და შეგუება…”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close