,,ეს რეალობა ქვეყნის განვითარების მუხრუჭია, მალე საქართველოში აღარავინ დარჩება”
,,ნათია თოდუას გამარჯვება არის ნათელი მაგალითი, რამდენად მახინჯ სისტემაში ცხოვრობს ჩვენი ხალხი და რამდენად დიდი პერსპექტივები აქვს იგივე ამ ხალხის ნიჭს და უნარს საზღვარგარეთ !
დიახ, მეგობრებო, ეს არის სიმახინჯე !
ეს რეალობა ქვეყნის განვითარების მუხრუჭია და თუ ხელს ჩავიქნევთ და თუ დავემორჩილებით ამ სისტემას, აქ არავინ აღარ დარჩება !
გვერდზე გადავდოთ გათითოკაცება და ერთმანეთის გვერდით დავდგეთ სასურველი საქართველოს მშენებლობისთვის !
მეც ბევრი მიზეზი მაქვს წავიდე ემიგრაციაში, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებ, მე თქვენთან ერთად მინდა ვიცხოვრო საკუთარ ქვეყანაში, თქვენთან ერთად შევქმნა უკეთესი და უფრო სამართლიანი სისტემა, სადაც ნებისმიერი ადამიანი იქნება დაფასებული, დაცული, აღიარებული და უზრუნველყოფილი !
მეგობრებო, ეს სისტემა ჭაობია ! არა ჭაობს ! გაუმარჯოს თერგს !” _ აცხადებს ირაკლი ღლონტი.