სამართალი და კრიმინალი

,,საშინელებათა ფილმს ვუყურე…” _ რობერტ ახალაია მამიდაშვილის მკვლელობის მიზეზს ასახელებს

19 წლის ანა ხელაძე დეიდის ბინის საძინებელში ყელგამოჭრილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდება ანას ბიძაშვილს, 22 წლის რობერტ ახალაიას წაუყენეს. ის ფოთში დააკავეს. მომხდარზე სტატია გაზეთმა “კვირის პალიტრამ” მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ: ამოღებულია დანა, რითაც გოგონას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, და სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც მკვლელობის დროს ეცვა დამნაშავეს. დადგენილია, რომ მკვლელობის შემდეგ ახალაიამ სააბაზანოში გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და დანა ზურგჩანთაში ჩაიდო, ჩაკეტა ამოღებულია დანა, რითაც გოგონას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, და სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც მკვლელობის დროს ეცვა დამნაშავეს. დადგენილია, რომ მკვლელობის შემდეგ ახალაიამ სააბაზანოში გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და დანა ზურგჩანთაში ჩაიდო, ჩაკეტა ბინის კარი და ფოთში წავიდა.

როგორც დეიდის მეზობლები ამბობენ, გოგონას ცხედარი რობერტ ხელაიას მეგობრემა აღმოაჩინეს. “მეგობრებმა კარზე დიდხანს აკაკუნეს, მაგრამ არავინ გაუღო. წუხდნენ, გამოცდაზე არ მოვიდა, ტელეფონიც გამორთული აქვს და რა დაემართაო. კიბით ავიდნენ მეორე სართულზე, ერთი ღია ფანჯარაში გადახტა და მან ნახა ყელგამოჭრილი ანა, ბიჭი ღრიალებდა, ადამიანის ფერი არ ედო სახეზე. მის ყვირილზე ბინებიდან ხალხი გამოცვივდა, ხომ არ იყო ანა გაუპატიურებული, მაგრამ ექსპერტმა არ დაადასტურა. დეიდა დისშვილსა და ძმისშვილს თავს ევლებოდა, არაფერს აკლებდა”, – ამბობს მეზობელი.

ბრალდებულის ადვოკატი ოლღა გეჯაძე: “ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა თუ არა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. რობერტს ყველა კარგად ახასიათებს და ცოტა უცნაურია, რომ ეს დანაშაული ჩაედინა. პროკურატურა ამბობს, სექსუალური ძალადობა და ძალადობის მცდელობას არ ყოფილაო, ეს გამორიცხეთ…”

რას ჰყვება ოჯახის ახლობელი?

“რობერტის მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ორი ვაჟი ჰყავს. პატარები იყვნენ, მშობლები რომ დაშორდნენ. ბავშვები დედამ რუსეთში წაიყვანა, მაგრამ მამამისმა უკან ჩამოიყვანა და აქ გაიზარდნენ. მამიდები ძმისშვილებს თავს ევლებოდნენ, მამამისმა მეორე ცოლი შეირთო და ყველა ერთად ცხოვრობდა. რობერტი სკოლაშიც გამორჩეული იყო, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

ერთ მამიდას თბილისში დაგირავებული აქვს ბინა და რობერტმა სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში წაიყვანა. ანაც თავისთან ჰყავდა. ანას და რობერტს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორ შეიძლებოდა ანა მოეკლა?! რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურე და მერე რა გავაკეთე, არ ვიციო, – ამბობს.

– ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა?

– არასდროს არაფერი შეგვიმჩნევია. ფოთში რომ ჩამოვიდა, სხვა ნომრიდან დაურეკავს ძმისთვის, კაცი შემომაკვდა, ზღვაზე ვარ და მნახეო. როგორც ამბობენ, მამამისმა დარეკა პოლიციაში. უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვიჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო. მამამისს უთქვამს პოლიციისთვის, თუ გინდათ, მოკალით, მე აღარ მაინტერესებს ჩემი შვილიო.

– ერთი ვერსიით, ბრალდებული აგრესიულ ფილმს უყურებდა, ამის შემდეგ ჩაიდინა დანაშაული. აქვს თუ არა ამ ვერსიას არსებობის უფლება, ამის შესახებ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საუბრობს:

არსებობს აგრესიის 4 თეორია და ერთ-ერთია აგრესიის დასწავლა. ჩვენ აგრესიულ სივრცეში ვცხოვრობთ. ასეთია საინფორმაციო წყაროები, ცხოვრების წესი, კომპიუტერული თამაშები, ფილმები. შეიძლება ფილმის ყურებისას აგრესია გასჩენოდა, მაგრამ ამას წინ აუცილებლად უძღოდა რაღაც. ეს არის ის დასწავლილი აგრესია, რომელიც ნეგატიურ იმპულსებს კონკრეტულ მომენტში ააქტიურებს. ფილმი იყო ბოლო წვეთი…

– ახლობლები ამბობენ, რომ მშვიდი და წარჩინებული ბიჭი იყო.

– ეს სიმშვიდე რა შინაარსის მატარებელი იყო, სწორედ ეს არის გასაკვირი – მისი ფსიქიკური მდგომარეობა ექსპერტიზას გულისხმობს – ამბობს ნანა ჩაჩუა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

წყარო: http://brandnews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close