ვიდეო

სამი მამაკაცი ავტომანქანაში დაიწვა _ ტრაგედია თბილისში (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=OJfI9gfwVns

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გამთენიისას მოხდა.„მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მსხდომი სამი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი თვითმხილველებმა გადაარჩინეს. არსებული ინფორმაციით მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close