საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ნაცების ტვინში ჩამახედა…

,,ნაცების ტვინში ჩამახედე… ადგილზე მოსულნი იყვნენ აშკარად ერთი იმედით, რომ ხანძარს მეხანძრეები ვერ მოერევოდენ და ვერ ჩააქრობდნენ დროულად…. როცა საბედნიეროდ მეხანძრეებმა ურთულეს პირობების მიუხედავად შეძლეს და დროულად მოახერხეს მთავარი კერების ჩაქრობა. ვეღარც მალავდნენ უკმაყობილებას და მაინც აწვებოდნენ მომზადებულ ტექსტს: “დროულად არ გამოიყვანეს მეხანძრეები, ვერტფრენი არ იყოო” და ასე შემდეგ …

თუმცა, ყოველ შემთხვევისთვის, უბნის ბავშვებთან სელფებს გადაღებას არ ივიწყებდნენ…. ბოლოს გაღიზიანებული სახით ადგილი დატოვეს უდუმაშვილმა და მისმა ხელქვეითმა რურუამ …. ტრაგედიის აცილებამ ვერ გაახარა ეტყობა!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით ცეცხლი გაჩნდა მთაწმინდაზე, მამადავითის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხანძარი სწრაფად გავრცელდა და მეხანძრეებს, თავდაპირველად გაუჭირდათ მისი ჩაქრობა. საბოლოოდ, მათ ხანძრის ჩაქრობა შეძლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close