საზოგადოება

,,საბაჟოს გარეშე შემოდის უხარისხო შაქარი, რითაც ქართული შაქრის კონკურენტუნარიანობა კლებულობს”

კვირას, 21 იანვარს, კომპანია “აგარის შაქრის” პირველადი პროფკავშირის ორგანიზებით ქარხნის წინ გაიმართა მშვიდობიანი აქცია „აგარის შაქარი“ არის ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ მსგავს პერიოდში (წელიწადში ორჯერ) კომპანიას ექმნება პრობლემა, რადგანაც ქვეყანაში საბაჟო გადასახადის გარეშე შემოდის უხარისხო შაქარი, შესაბამისად იკლებს ქართული ნაწარმის კონკურენტუნარიანობა და ადგილობრივი წარმოება ჩერდება, რის გამოც ხუთასამდე დასაქმებული რჩება უმუშევარი. ეს თავისთავად გულისხმობს დაბა აგარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურად პარალიზებას. დასაქმებულები ადგილობრივი ხელისუფლების, გუბერნატორის და სახელმწიფოს ჩარევით აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ.

.

 აქციაში მონაწილეობა მიიღო სს ,,მინას” პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ და პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ. ახალგაზრდა აქტივისტებმა ადგილზე მოაწყვეს ღია ოფისი, დასაქმებულებს გაუწიეს უფასო იურიდიული დახმარება და გააცნეს თავიანთი შრომითი უფლებები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close