საზოგადოება

რა უთხრა ექსკლუზიურად ადვოკატთა ასოციაციის ახალმა თავმჯდომარემ euronews.ge -ს?

დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე:

_ ადვოკატთა ასოციაციამ და ადვოკატთა კორპუსმა აჩვენეს ერთად დგომის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენ დავუმტკიცეთ საზოგადოებას და ყველას, რომ ჩვენი ერთიანობა არის გარდაუვალი. ადვოკატთა ასოციაცია დარჩება ერთიან ორგანიზაციად. იქნება ისეთივე დამოუკიდებელი, როგორიც არის და თვითმმართველობაც შენარჩუნდება. განმეორებითი ნდობისათვის მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადვოკატს, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა ამ არჩევნებში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება და ჩვენი არჩევნების სრული ლეგიტიმაცია. ყველა კითხვას გაცემული აქვს თავად ადვოკატების მხრიდან პასუხი და ეს არის ყველაზე გასახარი ამ მომენტში.

მე და ჩემს გუნდს, ამ რამდენიმე დღიან დაპირისპირებასა და დაძაბულობაში მონაწილეობა არ მიგვიღია. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან სუფთა წინასაარჩევნო კამპანია. გვქონდა შეხვედრა ადვოკატებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თავიდანვე მყარად ვიყავით დარწმუნებულნი ჩვენი მხარდამჭერების ერთგულებაში და ეს უკვე მეორეჯერ, მეორე ტურში, კიდევ ერთელ დადასტურდა – ადვოკატების უმრავლესობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, მიმართულებას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ამ წლების განმავლობაში. ყველას დარწმუნებით მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და განვითარების გზას.

 euronews.ge -ს ვეტყვი, რომ ადვოკატებმა თავისი სიტყვა დღეს კიდევ ერთხელ თქვეს. ათი ტური რომ დაგვჭირებოდა, მაინც იგივეს გავაკეთებდით. 

დავით ასათიანი ადვოკატთა ასპოციაციის თავმჯდომარის რანგში საქმიანობას ორშაბათიდან დაიწყებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close