ვიდეო
რა სახის ცვლილებების შეტანას ითხოვს ,,უმუშევართა კავშირი” კანონში – ,,სოციალური დახმარების შესახებ”? (ვიდეო)
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციამ – ,,უმუშევართა კავშირი -დასაქმებისათვის” საქართველოს კანონში ,,სოციალური დახმარების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების განხილვა მოაწყო. განხილვას ესწრებოდა ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი”-ს თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი; ასევე ორგანიზაციის იურისტი _ დაჩი ჩიხლაძე და სხვა წევრები.
.
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც: იოსებ არჩვაძემ _ ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა; თათია გვარამიამ – ჯანდაცვის სამინისტროს პენსიონერთა სოციალური დახმარებების სამმართველოს უფროსმა;
მარი ჩაჩუამ _ ექსპერტმა;
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა;
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ემსი”-ს წარმომადგენელმა და ჟურნალისტებმა.