საზოგადოება

ნინო მიქიაშვილი: ყველამ თავის ,,კუდრაჭობას” გადახედოს…

,,ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი… ისეთი არაფერი მინდა დავწერო, რაც ჩემს მდგომარეობას არ შეეფერება – სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატის კომენტარს ვეხმაურები და ეს ხუმრობა საქმე არ არის.

2005 წლიდან შენ – Zaza Khatiashvili-მა რომ დაიწყე სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირება, მას შემდეგ აღარ გაჩერებულხარ. ისიც კარგად მახსოვს, კეთროვანივით რომ გიყურებდნენ, სააკაშვილთან, მერაბიშვილთან და მათ თანამოსაქმე დონაძესთან დაპირისპირების გამო. შორს რომ არ წავიდე, ჩემი ძმის დაცვის დროინდელი ამბების გახსენებაც საკმარისია, როცა მეუბნებოდნენ, სხვა დამცველი აირჩიეთ, ხატიაშვილს თავი დაანებეთ, საქმე უფრო გაგირთულდებათო.

ახლა ,,სააკაშვილის კუდრაჭას” რომ გიწოდებს კახი კალაძე, თავად რეჟიმის შემოქმედებთან მხარზე ხელგადახვეული ჩნდებოდა ტელეკამერებთან, მაშინ, როცა რეჟიმი ძალას იკრებდა და ძლიერდებოდა. იმ ტელეგამოსვლაზე აღარაფერს ვამბობ, სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის რომ იჯდა და ხოტბას ასხამდა მის “საგმირო” საქმეებს. კახი კალაძისგან ერთხელ მაინც რომ გამეგო ამის გამო გამოხატული სინანული, დღეს ამ სიტყვების დაწერის უფლებას თავს არ მივცემდი, მაგრამ არც ნანობს და იქით სხვას, რომ შეურაცხყოფას აყენებს, ამიტომ ვწერ, იმათთვის, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვთ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

 შეგახსენებთ, რომ ,,ბავშვთა სამყარო”-ს დაწვის შედეგად დაზარალებულები რამდენიმე დღის განმავლობაში აქციას მართავდნენ თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის ოფისთან. კანდიდატი მათ შეხვედრას შეპირდა, თუმცა მერე გადაიფიქრა და განაცხადა, სააკაშვილის ,,კუდრაჭას”, ზაზა ხატიაშვილს ხვდებით და იმან მოგხედოთო. კალაძის ამგვარ კომენტარს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენცია უძღვნა, სადაც მან ჟურნალისტებს სეახსენა ის გადაცემა, რომელშიც კალაძე სააკაშვილს ხოტბას ასხამს.

 ,,მე როდესაც სააკაშვილს აქციებს ვუწყობდი და მის რეჟიმს ვაკრიტიკებდი, როცა ამის გამო მდევნიდნენ და მავიწროვებდნენ, კალაძე სააკაშვილის გვერდით იდგა და მას საჯაროდ აქებდა. მე ვარ ნაციონალი თუ კალაძე?” _ აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close