,,მოვუწოდებ უშიშროების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან”
შალვა ნათელაშვილი სუს-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდებს:
_ პანკისში მაჩალიკაშვილის მკვლელობამ დაადასტურა, რომ უშიშროების სამსახური თვითონ გადაიქცა ტერორისტულ ორგანიზაციად და ტერორიოზმის ხელშემწყობად. იგი წარმოადგენს საფრთხეს მთელი ქვეყნისათვის და გადაქეცულია ივანიშვილის ოლიგარqიული დიქტატურის პირად ზონდერ-ბრიგადად, რომლის მოვალეობაა პოლიტიკური დევნა, შანტაჟი, კონტროლი, თვალთვალი, არჩევნების გაყალბება, პარტიების შექმნა, პარტიების დაშლა, დეპუტატების გაყვანა, დეპუტატების გამოძახება, დეპუტატების არგაყვანა. საბოლოო ჯამში, ის არის 21-ე საუკუნეში გესტაპოსა და ккв-ს საშინელი სიმბიოზი.
საკითხს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტა. მე მოვუწოდებ უშიშროების ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან. მათ აღარ აქვთ უფლება, პრეტენზია ჰქონდეთ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასა და შენარჩუნებაზე, სანამ ხალხი მიადგებოდეთ თავიაანთ ოფისებთან.