სამართალი და კრიმინალი

,,მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს რომ ამას გაუკეთებენ, სხვას მთლად გასრესენ”- იმიტომ არის ხალხი ამყრალებული

,,4 ოქტომბერი , 6 საათი. უკვე მესმე მოსმენით შედგა გიორგი ოთმეზურის შვილის მკვლელის სასამართლო. მკვლელი გაამართლეს და დარბაზიდან გაუშვეს. მისმა მომხრეებმა ტაში დაუკრეს. ვეკითხები მათ, (ანუ მომხრეებს) ვინ ხართ თქვენ? რა ჯიშის სისხლი გაქვთ? ან რა ეროვნების ხართ? ვფიქრობ, ეროვნება არა აქვს ასეთ ადამიანებს. რა პირით უნდა იცხოვრონ ქვეყანაზე? ან იქნებ ვინმეს პანაშვიდზე მოუწიათ მისვლა, დაუკარით ტაში სიკვდილს. სად არის ადამიანობა, როცა გამწარებული მამა გვერდზე გიდგას და შენ სიკვდილს ტაშს უკრავ?
რა თქმა უნდა, ძაღლი ძაღლი ტყავს არ დახევს, კოლეგიალობა გამოიჩინა სასამართლომ, მკვლელის მამინაცვალთან და დედის საყვარელ ნაცვალთან ხშირად ხედავდნენ ჯერ კიდევ ამ გამომძიებელთან. დედას, როგორ ხიბლავდა “ბერიკონში” ამ მოძველბიჭო, ფეხებმოკაკულ, ვითომ გამომძიებელს.
ბევრს გაუკვირდება, რატომ არ ვიწყევლები? არც დავიწყევლები
იმიტომ, რომ მაღლიდან გვმართავენ. მათ ისეთი განსაცდელი მიუვლინა ღმერთმა, რომ არავის ვუსურვებ. ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი. ხოდა, ამ გამომძიებლის დუდუკზე უცეკვიათ ბატონებო მოსამართლეებს. მინიმალური მიესაჯათ, მაგრამ აბა მერე უსინდისობის ზღვარი სად გატარდეს?
ხშირად ვადანაშაულებთ მთავრობას. ეს ჩვენ ვართ თვითონ დეგრადირებული და გადაგვარებული,
დამოუკიდებელი საკუთარი კანტორა, რასაც გინდა იმას გააკეთებ, გინდ ნაცი იყავი და გინდ ქოცი, როცა სინდისი არ გაქვს, არც იქ გექნება და არც აქ. ამას ერთი რუსული გამოთქმა მოუხდება: ზოია წებე დალა>?- ნეტ- წებე დალა ? ოი ნეტ- ა- წბე? -ნეტ—“ახ ბლიად'”.
მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს რომ ამას გაუკეთებენ, სხვას რას უზამენ,მთლად გასრესენ. ამოქექეს თავად და დიაგნოზიც დასვეს. ესეც სამართლიანობის აღდგენა -აღმავლობა.

 იმიტომ არის ხალხი ამყრალებული. ერთ სიტყვით ეს მკვლელი 12 წელია მალვაშია და ეს ახალგაზრდა ყმაწვილი ნეტა ვინ მოკლა?ახლიდან დაიწყონ,მოძებნონ მკვლელი.ახლა, ახალი კანონი აქვთ გამოგონილი, არ უნდა შეურაცხყო მოსამართლე, თავი უნდა დაუკრა და დაეთანხმო ნაძირალების ხროვას” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მსახიობი ქეთევან კიკნაძე.

ცნობისთვის, დავით ოთხმეზურის მკვლელობა 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმე პროკურატურამ 12 წლის შემდეგ გახსნა. 2016 წლის 26 მარტს ასლან ბეჟანიძე დააკავეს. სასამართლო პროცესები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობა. თუმცა, 2016 წლის 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დასკვნითი პროცესი უკვე გაიმართა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close