საზოგადოება

,,ველოდებით ახალ წელს, გემრიელად რომ ამოვივსოთ კუჭი ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით”

,,მოდის ახალი წელი ოკუპირებულ საქართველოში ! ვეგებებით მხურვალედ:

– 300 000 დევნილით და 1 700 000 ემიგრანტით !
– ასეულობით ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქით და უმედიკამენტოდ მყოფი უიმედო პენსიონერებით !
– დაუფასებელი პროფესიონალებით და წახალისებული, პრემია-დანამატებით ჯიბეგასქელებული მარიონეტებით ! 
– გაყოყოჩებული, კომპლექსიანი ჩინოვნიკებით და ღარიბი მოსახლეობით !
– უიმედოდ მყოფი და ვიზის რიგებში მდგარი ახალგაზრდებით !
– ნიჰილიზმითა და გადაუხდელი კრედიტებით !
– სატელევიზიო მარაზმ-შოუებით და ერთი და იგივე, ბიუჯეტის ვირთხა პოლიტიკოსებით !
– მოშლილი და ფუნქცია დაკარგული ინსტიტუციებით !
– სტრატეგიული ღიმილით და ანტისახელმწიფოებრივი ზრახვებით !

გულმხურვალედ ველოდებით ახალ წელს, ერთი გემრიელად რომ ვჭამოთ, კუჭი ამოვივსოთ, გამოვთვრეთ, ისიც ან ონლაინ კრედიტით ნაყიდი სურსათ-სანოვაგით, ან ემიგრანტის გზავნილი ფულით… მერე Facebook-ზე დავგლიჯავთ ერთმანეთს, დედას შევაგინებთ განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო… გეგონება ამით საერთო საქმეს ვაკეთებთ ! ვიცი, ასე მოგვადგება დალოცვილი 2019 წელიც, ჯერ 2018 წელი უნდა მოვილიოთ … დასაღრღნელი კიდევ ბევრია !” _ წერს ირაკლი ღლონტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close