სამართალი და კრიმინალი

დივერსია თუ დაუდევრობა? – გიორგი მღებრიშვილი არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა თათბირზე განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავს, ცეცხლი ბორჯომის ხეობაში ხელოვნურად გაეჩინათ. მინისტრი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამ ფაქტს დივერსიის კვალიფიკაცია მიეცეს.:

„ტექნიკა მუშაობს სრული დატვირთვით, 5 ვერტმფრენი მუშაობს ისევ, ბელორუსების ვერტმფრენი უკვე კოპიტნარშია, დაიმატებს საწვავს და შემოგვიერთდება, ასევე შემოგვიერთდნენ ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები თავისი ტექნიკით, რაც მთავარია ბუნებრივი პირობები ხელს გვიწყობს, იმედიანად ვართ, თვითმფრინავმა ერთი შემოფრენა გააკეთა, ის წავიდა წყლის შესავსებად. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით. ისევე, როგორც ჯერ ვერ გეტყვით რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, საკმაოდ დიდი დაკვამლიანებაა, ხანძრის სრული ლიკვიდაცია რომ მოხდება, შემდეგ შეგვეძლება ამაზე საუბარი“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გიორგი მღებრიშვილი იმ ფაქტს, რომ ხანძრის კერის გაჩენა ხელოვნურად მოხდა, შს მინისტრის აცხადებს, რომ იგი, როგორც პოლიციელი არაფერს გამორიცხავს: „მე, როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“, – დასძინა მღებრიშვილმა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close