2017 წლის 2 ნოემბერს, „დიდუბე პლაზას“ ბიზნეს ცენტრში გაიმართება „ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების“ ყრილობა და გიორგი გეგელაშვილის მონოგრაფიის „უცნაური თავის ტკივილი“ წარდგენა
მთავარი გზავნილი: „მოდი, ერთად გავხადოთ უცნაური ქართული თავის ტკივილი საცნაური და ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე“
მონაწილეები: ყრილობას მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი აკაკი ზოიძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ზაზა სოფრომაძე.      მოხსენებით წარდგებიან ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ზაზა ქაცარავა და დარგის სხვა
წამყვანი მეცნიერები. ყრილობაზე მოწვეულია 400-ზე მეტი დელეგატი თბილისიდან დასაქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
პრობლემის არსი და მიზეზები: საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი დაავადებულია შაკიკით, ყოველი მე-3 – დაძაბული ტიპის თავის ტკივილით; ხოლო, ყოველი მე-13 – სიცოცხლის ნახევარზე მეტს თავის ტკივილში.
 გამუდმებული თავის ტკივილის გავრცელება საქართველოში 200-250%- ით უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ში და ევროპაში.
 ქრონიკული თავის ტკივილი ადამიანის წამების ტოლფასია.
 ეპიზოდური თავის ტკივილის ქრონიკულად გარდასახვის უმთავრესი მიზეზებია ცოდნის სინაკლულე, არასწორი დიაგნოზი და არასწორი მართვა.
 თავის ტკივილის საზოგადოების ხედვა: თუ სწორად გავიაზრებთ „თავის ტკივილის ქართულ ფენომენს”, ცოტა მეტად ვუერთგულებთ თანამედროვე ლიტერატურას, ცოტა ნაკლებად ვეცდებით ფარმაცევტული კომპანიების „გულის მოგებას”, ცოტა მეტ დროს
დავუთმობთ პაციენტთან საუბარს და „გაუთავებელ” ნეირო-გამოკვლევებს „გულდადებული ნეირო-გასინჯვით” ჩავანაცვლებთ, ადვილად გავაუმჯობესებთ თავის ტკივილის დიაგნოზის დასმის და მართვის კულტურას. სულ ცოტა ძალისხმევა და მართლაც შევძლებთ „ჩამოვირეცხოთ ქრონიკული თავის ტკივილის 7.6%-ანი ლაქა”,
ჩავისუნთქოთ ევროპული „ნაკლებად ტკივილიანი ჰაერი” და შვებისგან
ამოვისუნთქოთ…
სიახლე: დელეგატებს მოსაწვევთან ერთად უკვე დაურიგდათ გამაფრთხილებელი ბარათები „ფრთხილად, თავის ტკივილი ს-ა- გ-ა- ნ-გ- ა-შ- ო-ა“. ბარათი ექიმებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მცირე სწავლების შემდეგ იგი შეიძლება „112“-ის დისპეტჩერმა ან
ნებისმიერმა ადამიანმა გამოიყენოს და ეჭვი მიიტანოს ან ამოიცნოს სიცოცხლის საფრთხის შემცველი თავის ტკივილი.
შეფასება: „უცნაური თავის ტკივილი“ მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, სავსეა ორიგინალური ნააზრევით, სახალისოდ იკითხება და კარგი იქნება, სხვა ენებზეც ითარგმნოს. ვულოცავ სამედიცინო საზოგადოებას ახალი ქართული „სრულიად უცნაური“ და დიდებული წიგნის დაბადებას“ – ზაზა ქაცარავა – ესენის უნივერსიტეტის
პროფესორი, ნევროლოგიის კლინიკის დირექტორი, ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
კონტაქტი: ქეთევან დეკანოზიშვილი – „საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების“ მდივანი, „ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ ადმინისტრაციული დირექტორი. ტელ: +995
(591) 27 20 10; +995 (591) 50 75 75. ფოსტა: kdekanozishvili@mail.ru ფეისბუქი: hi.for.georgia
საიტი: www.hig.ge
მთავარი
ჯანმრთელობის ინსტიტუტი, გოგიტა გეგელაშვილი, გიორგი გეგელაშვილი, გეგელაშვილი, თავის ტკივილი, შაკიკი, ჯანმრთელობა, რეაბილიტაცია, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, წყალი, კვება, დიეტა, დიუკანის დიეტა, ქოლესტერინი, ნიკრისის ქარი, პოდაგრა, კოფეინი, ძილი, ვარჯიში, დასვენება, ეეგ, ენმგ, ძილის აპნოე, ჰოლტერი, წნევა…
კომენტარები
Загрузка...