საზოგადოება

,,გამოააშკარაონ ის პირები, ვინც ცდილობენ ქართველებსა და სომხებს შორის შუღლის გაღვივებას”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ინტერნეტმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მოხდა სოფელში მდებარე მე-10 საუკუნის ტაძართან, რომელსაც რესტავრაცია უტარდება. ადგილობრივებმა, ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ, კულტურის სამინისტროს ბალანსზე მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. აღნიშნულს კი, პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა. სოფელ კუმურდოში ვითარების ადგილზე გარკვევის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ცოტა ხნის წინ ჩავიდა და მინისტრი ამ წუთებში ადგილობრივებს ხვდება.“

გიორგი თევზაძე მიმართავს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს, დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება აღნიშნული ფაქტის ირგვლივ. ამასთანავე, დადგენილი იქნეს ის პირები თუ ორგანიზაცია, ვინც ცდილობს ქართველი და სომეხი ეროვნების მოქალაქეების დაპირისპირების ინსპირირებას და შუღლის გაღვივებას, სავარაუდოდ, მესამე ძალის წაქეზებით…

ამასათანავე, ადგილობრივმა  სომეხი ეროვნების მოსახლეობის ნაწილმა უნდა გააცნობიეროს, რომ მათ პატივი უნდა სცენ ქართული ისტორიული კულტურის ძეგლებს და ტაძრებს.  იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები გაატარებენ გადაუდებელ ღონისძიებებს, რათა მომავალშიც არ ქონდეს ადგილი ამგვარ პროვოკაციულ ქმედებებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი”- აღნიშნულია უფლებადამცველის, გიორგი თევზაძის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close