,,აქამდე რას აკეთებდა სუსი? საცხოვრებელ კორპუსში ამხელა ბათქა-ბუთქის ატეხვა, რა უბედურებაა?”
,,რაც ახლა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში, უამრავ კითხვებს აჩენს … არ მინდა რაიმე დასკვნების გაკეთება, მაგრამ „ცხელ გულზე“ აი ეს კითხვები კი მაქვს:
1. თუ იყო ინფორმაცია, რომ კორპუსში ცხოვრობენ შეიარაღებული პირები, რატომ არ დაიგეგმა მათი აყვანა არა საცხოვრებელ კორპუსში, არამედ სხვაგან ?
2. კორპუსებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, ამხელა ბათქა-ბუთქის ატეხვა (15 საათზე მეტია), რა უბედურებაა ? რატომ აყენებენ მოქალაქეებს ამხელა საშიშროების წინაშე ?
3. განა რამდენი და რა დონის „პროფები“ არიან გამაგრებულები იქ ასეთი, რომ სპეცრაზმი მათ აყვანას ჩაკეტილი სივრციდან (კორპუსის ბინა) ვერ ახერხებენ და გადაწვეს ლამისაა იქაურობა ?
4.რამდენად შეესაბამება ოპერაციის ხელმძღვანელის პროფესიონალიზმი და ოპერაციის დაგეგმარება სათანადო მოთხოვნებს ?
5. თუ მეორე მხრიდან 15 საათის მანძილზე ხდება საპასუხო ცეცხლის გახსნა და სპეცრაზმელთა იერიშის მოგერიება, ამხელა არსენალი როგორ მოხვდა ბინაში ? რას აკეთებდნენ და სად იყურებოდნენ უსაფრთხოების სამსახურები ?
6. ამბობენ, რომ შეიარღებული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები … მით უარესი. ანუ დგება იმის საჭიროება, რომ ე.წ. „ინვესტორების“ შემოსვლა მკაცრად გაკონტროლდეს, არა ?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი დავით ხვადაგიანი.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება. გამთენიის 05:00 საათიდან დაახოებით ერთი საათის განმავლობაში ისმოდა სროლის ხმა. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, სასწრაფო დახმარების მანქანები და სამართალდამცველები.
კორპუსიდან, რომლის ერთ-ერთ ბინაში ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი იმყოფება, მოსახლეობა გამოიყვანეს. მიმდებარე 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გადაიდო.
სპეცოპერაცია, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახური ატარებს, გუშინ ღამით დაიწყო.