საზოგადოება

,,ამას როგორ იტანს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც 1,5 მილიარდი ბიუჯეტი აქვს?”

,,ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი ახლახანს იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ნარკომანიის კიდევ ერთი მსხვერპლი…. გუშინ მივედი…. რაც მე იქ ვნახე….
ალბათ ძაღლების თავშესაფარში ცხოველებს უკეთესად ექცევიან, ვიდრე ამ „კლინიკაში“…. ფორმანის ფილმში „ კუკუშკა“ ( ჩვენ ასე ვეძახით) ის საგიჟეთი სანატორიუმია იმასთან შედარებით, რაც იქ დამხვდა….
საწყალი ადამიანები, ან რა პირობებში ჰყავთ დაკეტილი, ან რა სიტუაციაა, მე არ ვიცი, ამას როგორ იტანს ჯანდაცვის სამინისტრო რომელსაც 1,5 მილიარდი ბიუჯეტი აქვს….

პოლიკლინიკებში პერსონალი მატყუარა ფორმა 100-ებს წერს მასიურად, უმუზეზოდ და მილიონები იფლანგება ბიუჯეტიდან (ეს ჯანდაცვის კომიტეტმაც აღიარა) და ამ დროს, ფსიქიურად შეშლილ, საწყალ ადამიანებს ( რომელთაც არ აქვთ დაკარგული არც შიმშილის, არც სიცივის და არც შიშის გრძნობა) უარს ვეუბნებით ადამიანურ პირობებზე…
კვირიკაშვილმა, მელიას გინებას, სჯობს, ერთხელ მოკიდოს ხელი ჯანდაცვის მინისტრს და შეიაროს ამ „დაწესებულებაში“….. სად არის ეკლესია, მედია, საზოგადოება….გლდანის ციხე უფრო მოვლილია და იქ უფრო ღირსეულად სხედან პატიმრები, ვიდრე ამ ქართულ ,,კუკუშკაში” ავადმყოფები……
გამოიწერეთ მილიონობით პრემიები. იარეთ Toyota200-ებით, აჩუქეთ საყვარლებს სუნამოები და შვილებს აიფონები სახელმწიფოს ხარჯზე.
საწყალ ადამიანებს კი წესიერი მატრასი, საჭმელი, შხაპი და დახმარება არ აღირსოთ. აბა რა, გიჟია რა… მაგას რად უნდა სუფთა ლოგინი…..
დღეს შობის ღამეა, მაგრამ უგულოებისთვის და ფარისევლებისთვის შობის აღნიშვნა, მხოლოდ რიტუალია იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყანა, ეკლესია, მთავრობა და ხალხი ზეიმობდეს ქრისტესშობას და ამ დროს, ასე ექცეოდეს მის მოქალაქეებს, როგორც ეს ქართულ კუკუშკაში ხდება…
ვინც მანდ ხართ, კუკუშკაში, გილოცავთ დღევანდელ დღეს.
თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ ჩვენი ადამიანური თანაგრძნობა.
რომელიც სრულიად სხვა რამაა, ვიდრე ეკლესიაში, კამერების წინ, სანთლით დგომა დამწუხრებული სახით.
არ ვიცი რა დავწერო, ყველა დაგიფაროთ ღმერთმა, თქვენი ახლობელი ნახოთ იქ. შემეძლო, ეს ამბავი მერეც გამეზიარებინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შობის ღამე არაა მიზეზი იმისა, რომ ამ საცოდავი ადამიანების და მათი ჯალათი სისტემის ამბავი არ მომეყოლა” _ აცხადებს მხატვარი ირაკლი ჟვანია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close