საზოგადოება

,,სპორტსმენებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ძალადობით, პოლიტიკაში ჩარევით, უნდა აუკრძალონ შეჯიბრებებში მონაწილეობა”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ საზოგადოება შეძრულია 19 წლის შაქარაშვილის ტრაგედიით. მთელი პასუხისმგებლობა ამ საზარელ მკვლელობაზე ეკისრება ქვეყნის მმართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მან შექმნა ქურდული გაგების ზონდერ-სპორტსმენები, დააფინანსა, დააორგანიზა, მოიყვანა პარალმენტსა და მთავრობაში, ჩაუგდო ხელში საზოგადოების მართვის, ზეწოლის, ძალადობის ბერკეტები, მისცა დაუსჯელობის ინდურგენცია და აი, შედეგიც _ ჩვენი შვილების გვამები! იძულებული გავხდით, გადაგვეგზავნა მსოფლიო საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისთვის _ ჭიდაობის, რაგბის და ფეხბურთის დარგში თხოვნა, შეუჩერონ ანალოგიურ ქართულ ფედერაციებს ხმის უფლება და წევრობა ამ მსოფლიო სტრუქტურებში, სანამ არ მოხდება სპორტის დეკრიმინალიზაცია, ქურდული გაგებისა და შავი სამყაროსგან განმუხტვა, სანამ სქელკუნთა და გონებჩლუნგი მკვლლები არ ჩამოცილდებიამ პოლიტიკას, ხელისუფლებას. ამასთან ერთად, ჩვენ დავიწყებთ იმ სპორტსმნების სიის შედგენას, ვინც თავი გამოიჩინა ძალადობით, პოლიტიკაში ჩარევით, საარჩევნო პროცესებში ძალადობით _ ხალხის და პოლიტიკოსების დათრგუნვით. მათ უნდა აუკძალონ შეჯიბრებებში მონაწილეობა და უნდა ჩამოერთვათ აქამდე მიღებული ჩემპიონთა ჯილდოები და წოდებები. არ გვჭირდება ბატონო, თქვენი წოდებები და ჯილდოები, თუ შვილებს დაგვიხოცავთ. სპორსტმენი, განსაკუთრებით ძალოვან დარგში, ჰუმანიზმის და კეთილშობილების გარანტი უნდა იყოს. გაიხსენეთ იაპონია, საკმარისია ია ძიუ-დოისტმა ან უშუისტმა ძალადობრივი აქტი დაუშვას, მისი კარიერა სამუდამოდაა დამთავრებული და ასეა ყველა, მსოფლიოს ოდნავ ცივილიზირებულ ქვეყანაში. ინდოეთს არ ყავს ჩემპიონები, არც ოლიმპიადებზე გაუმარჯვია, მაგრამ არსებობს, როგორც მაღალგანვითარებული დემოკრატიის და ტრქნოლოგიების აზიური ცენტრი. რა უბედურებაა! რა კალსტერი ჩამოყალიბდა! ვინ ხართ, საიდამ მოხვედით?! ეს ყველაფერი ქვეყნის პირველი ოჯახს, პირველი პირს უკავშირდება. არ გჯერათ? ამოიღეთ ,,ქართუ“ ბანკის გარიცხვები, ყოველ თვე ურიცხავს ამ ზონდერებს თანას. მათ დავალებული აქვთ ბოლომდე იძალადონ ხალხზე, რათა ძალაუფლება შეინარჩუნონ და ახლა მთელი ფრონტით ემზადებიან არჩევნებში ჩარევისა და მასობრივი საარჩევნო ფალსიფიცირებისთვის, რათა ხელისუფლებაში დარჩნენ. მეტი არაა ჩემი მტერი! ივანიშვილს ჰო არ აცდება სანქციები, უკვე კანდიდატია ამის და სპორტსმენებსაც ჩაითრევს.


Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge/wp-content/themes/jannah/framework/classes/class-tielabs-filters.php on line 340

Related Articles

Back to top button
Close