პოლიტიკა

,,სპორტიდან წასულ დიდ სპორტსმენებს, ძველებურად, ფულიან ადგილას ასაქმებენ!”

,,სპორტიდან წასულ დიდ სპორტსმენებს, ძველებურად, ფულიან ადგილას ასაქმებენ!

იცით რა გამახსენდა! ადრე, დიდი სპორტსმენები რომ ამთავრებდნენ სპორტულ კარიერას, ფულის საშოვნელ ადგილებზე ასაქმებდნენ კომუნისტები! მაგალითად, საკონდიტრო ფაბრიკის დირექტორად, ობეხეესში, ბენზინის ბაზაში… დღეს რომ დავინახე ყოფილი დიდი კალათბურთელი და რაგბისტი დეპუტატობის კანდიდატებს შორის, ის დალოცვილი ძველი დრო გამახსენდა! ყველაზე დიდი ფული, დღეს ხომ პარტლამენტში კეთდება!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების საარცევნო სიაში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე და რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, დავით კაჭარავა მოხვდნენ.

Related Articles

Back to top button
Close