მსოფლიო

შურიანი მეგობრების მსხვერპლი

კინოვარსკვლავს თაღლითმა კოსმეტოლოგმა ბავ­შვის ზე­თი­სა და წყლის ნა­რე­ვის ინექ­ცი­ე­ბი გა­უ­კე­თა

მსა­ხი­ობ­ი ლი­ლია გვა­და­ლუ­პე მენ­დი­ო­ლა, რომ­ლის სას­ცე­ნო სა­ხე­ლია ლინ მეი, ოდეს­ღაც კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის ნამ­დვი­ლი კერ­პი იყო, მას „სიყ­ვა­რუ­ლის ქალღმერ­თსაც” უწო­დებ­დნენ.

ოდეს­ღაც თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით გან­თქმულ­მა მეიმ ახლახან გა­აფრ­თხი­ლა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, რომ არ ენ­დონ „სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ში“ მყოფ ყვე­ლა ექიმს, რად­გან ის თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, შე­დე­გებს კი დღემ­დე ებ­რძვის.

კოს­მე­ტი­კურ­მა პრო­ცე­დუ­რებ­მა მისი გა­რეგ­ნო­ბა ისე შეც­ვა­ლა, რომ მისი ცნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ის თა­ვი­სი თა­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბო­და. თუმ­ცა მისი წარ­მა­ტე­ბის ყვე­ლას არ უხა­რო­და. რო­გორც mirror წერს, შუ­რი­ან­მა მე­გობ­რებ­მა გა­რეგ­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით აი­ძუ­ლეს, ფი­ლე­რის ინექ­ცი­ე­ბი უკონ­ტრო­ლოდ გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

1990-იან წლებ­ში ლინ­მა და­ი­წყო კოს­მე­ტო­ლო­გის ძი­ე­ბა, რომ გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა სა­ხის ხა­ზე­ბი – ლო­ყე­ბი და ყბის ხაზი. სწო­რედ მა­შინ მე­გობ­რებ­მა მი­იყ­ვა­ნეს თაღ­ლით­თან, რო­მელ­მაც მას მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თის, ბავ­შვის ზე­თი­სა და წყლის ნა­რე­ვის ინექ­ცი­ე­ბი გა­უ­კე­თა. ამან მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ზე სიმ­სივ­ნე­ე­ბი და მუდ­მი­ვი დე­ფექ­ტე­ბი და­უ­ტო­ვა. არას­წორ­მა ნა­ბი­ჯ­მა მისი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა.
ილინ­მა გა­ი­კეთ რამ­დე­ნი­მე მა­კო­რექ­ტი­რე­ბე­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია, ქი­რურ­გმა მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ზე­თის ამო­ღე­ბა შეძ­ლო და ვარ­სკვლა­ვი კვლავ ცხოვ­რობს პრო­ცე­დუ­რის მძი­მე შე­დე­გე­ბით.

მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ „მე­გო­ბრებს“ და წე­რენ, რომ არა­ფე­რია იმა­ზე სა­ში­ში, ვიდ­რე შუ­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ახლო გა­რე­მოც­ვა­ში.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close