რელიგია

“სკოლაში ცოდნის მიღება საკმარისი არ არის, ყურადღება უნდა მივაქციოთ აღზრდას”

პატრიარქმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა და აღნიშნა, რომ თბილისში ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა.

„ძალიან მძიმე შემთხვევა – არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდაა. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს ალბათ რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები, ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები“, – აღნიშნა პატრიარქმა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულები კი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close