კარლო პონტი მცხეთაში მოინათლა
„დაერქვა სახელი გაბრიელი, ჩვენი წმინდა ბერი გაბრიელის პატივსაცემად““

ქართველი ფიტნესინსტრუქტორის მარიამ შარმანაშვილისა და სოფი ლორენის დირიჟორი ვაჟის, კარლო პონტის სიყვარულის ამბავი მალე ქორწინებით დაგვირგვინდება. ახლახან კი ცნობილი დირიჟორი მოინათლა კიდეც.
.
ნათლობა სამთავროს მონასტერში გაიმართა.
„სამთავროს მონატერში სოფი ლორენის ვაჟი, ცნობილი დირიჟორი მოინათლა და დაერქვა სახელი გაბრიელი, ჩვენი წმინდა ბერი გაბრიელის საპატივცემულოდ. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის,” – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.
-არასდროს ვყოფილვარ ე.წ. „ლაქშერული” ცხოვრებით განებივრებული გოგონა, პირიქით, ძალიან ბევრი ოცნება აუხდენელი მქონდა. ძალიან დიდხანს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მწამდა, რომ ერთ დღეს ჩემი ოცნებებიც დაიწყებდა ახდენას და ვფიქრობ, ყველაზე მეტად ამაში მადლიერება დამეხმარა და თვით რწმენა, რომ მე „იღბლიანი გოგო ვარ”. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უიღბლობაც შემემთხვა ცხოვრებაში, ჯიუტად ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ იღბლიანი ვარ. ზოგადად, ჩვენს აზრებს ხომ დიდი ძალა აქვს. მე მჯერა, რასაც გავუშვებთ სამყაროში, ის რომ გვიბრუნდება”. – ამბობდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.