საზოგადოება
სიღნაღში სასტუმრო “ნიკალა” იწვის
ხანძარი კახეთში – სიღნაღში სასტუმრო “ნიკალა” იწვის. ცეცხლი თავდაპირველად სახურავს გაუჩნდა და შენობაზე გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, პერსონალს და სტუმრებს ტერიტორია დაატოვებინეს.
ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან 5 სახანძრო ჯგუფია მობილიზებული.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის კერების ლოკალიზება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
წყარო: რუსთავი 2