საზოგადოება

სიღნაღის რაიონი, წეროვანი… – სად გაჩნდა დღეს ხანძარი?

დღეს ხანძარი გაჩნდა კახეთში, სიღნაღის რაიონში. დედოფლისწყარო-ჩალაუბნის დამაკავშირებელ გზაზე ცეცხლი ნაწვერალს (აღებული ხორბლის ნარჩენებს) მოეკიდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა და მისი ლოკალიზება მოხერხდა. ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს. ადგილზე 4 სახანძრო მანქანა და 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. მოსახლეობის ნაწილის განცხადებით, ცეცხლი ვენახებზეც გადავიდა, თუმცა ეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში არ დაადასტურეს.

ასევე, დღეს ცეცხლი გაჩნდა წეროვანთან, სოფელ ჩარდახთან. როგორც გაირკვა, ცეცხლი ხმელ ბალახს მოეკიდა. ადგილზე 2 სახანძრო ეკიპაჟია მუშაობდა.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად დაიწვა მინდვრები და ტყის მასივი. ყველაზე ძლიერი ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა ბორჯომის ხეობაში, რომლის ლიკვიდაციის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

საზოგადოება შესაძლო დივერსიაზე ალაპარაკდა.  ხალხი ამბობს, რომ შეუძლებელია, აღნიშნული ხანძრები  შემთხვევითობის შედეგი იყოს. ისინი სამართალდამცავებს დამნაშავეთა პოვნისა და მათი დასჯისკენ მოუწოდებენ.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close