სიტყვები არ მყოფნის, ეს რა გავიგე…- თურქეთში გარდაცვლილი დედის ჩამოსვენება შვილებს არ სურთ

ოთო სიხარულიძე, რომელიც ქართველ ემიგრანტებთან განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩვეა სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ თურქეთში გარდაცვლილი ქალის სამშობლოში ჩამოსვენებაზე მისმა ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს.
“გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს თურქეთში ტოვებენ… შვილებმა უარი თქვეს საქართველოში ჩამოსვენებაზე და დაკრძალვაზე… სიტყვები არ მყოფნის ეს რა გავიგე… ბატონო შოთო რომ არ მოგწერო ალბათ გავგიჟდები ამ საწყალი ქალის ცოდვით როცა ხელფასს აიღებდა მაშინ დედა ხომ უნდოდათ დაიღუპა ქალი და დატოვეს თურქეთსში შვილმა და სიძემ… ნათესავებმა… ეს რა უბედურებაა ხალხო შვილებს რატომ აღარ უნდათ მშობლები. გთხოვ ბატონო შოთო დაგვეხმარე შენ ხარ ჩვენი ერთადერთი იმედი არ დატოვო თურქეთის მიწაზე დასამარხად ეს ქალბატონი გემუდარები შვილო”, – წერს შთო სიხარულიძე.
გუშინ თურქეთში 45 წლის საქართველოს მოქალქის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.