საზოგადოება

,,სიტყვა რეფერენდუმი საერთოდ რომ ამოიღეს ხმარებიდან, ამას თუ დააკვირდით?”

,,ცოტ-ცოტა ბრძოლით, ცოტ-ცოტა შიმშილით და ემოციებზე მასობრივი მანიპულირებით, ვუნაღდებთ ოცნებას 2024 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნას"

მიხეილ სააკაშვილი არ მემეტება ციხისთვის და ემოციურად, ალბათ ბევრი ადამიანი სოლიდარულია ციხეში მჯდომი მოშიმშილე პრეზიდენტის მიმართ. მაგრამ ერთი კითხვა მაწუხებს: ეს პროცესი, რაც ხდება ახლა, რას ემსახურება საერთოდ?!
▪️ გაყალბებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას?
▪️ რიგგარეშე საპარალმენტო არჩევნების მოპოვებას?
▪️ ქართული ოცნების შეცვლას?
არა! საქმეც მაგაშია, რომ მთავარი რაც არის ეგ არავის ახსოვს და ყურადღება გადატანილია მიხეილ სააკაშვილის ფიგურაზე. სიტყვა რეფერენდუმი საერთოდ რომ ამოიღეს ხმარებიდან, ამას თუ დააკვირდით? შემთხვევით აღარ ახსოვთ ის ძირითადი საკითხები, თუ გამიზნულად ტოვებენ ოცნებას 2024 წლამდე, არ ვიცი, გამოჩნდება. მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის ფაქტორი მშვენივრად ეხმარება ქართულ ოცნებას მთავარი საკითხებიდან ყურადღების გადატანაში.
ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო არჩევნების წინა დღეს, ოცნება ვერ აიღებდა 43 პროცენტზე მეტს და მართლა იქნებოდა რაღაც, რისთვისაც ბრძოლას ექნებოდა აზრი. ახლა კი დონ კიხოტის არ იყოს, ქარის წისქვილებს ებრძვის მეასედ მოტყუებული ხალხი…
მოკლედ, მრჩება შთაბეჭდილება რომ ასე ლამაზად, ცოტ-ცოტა ბრძოლით, ცოტ-ცოტა შიმშილით და ემოციებზე მასობრივი მანიპულირებით, ვუნაღდებთ ოცნებას 2024 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნას.
თორემ მიშა თავისუფალი უნდა იყოს!
რომ არ ჩამოსულიყო, არც დაიჭერდნენ!
ცოტა რომ მოეცადა, შემოპარვაც აღარ მოუწევდა ისე შემოვიდოდა.
მაგრამ ჰა! ხდება ის რაც ხდება. ხოდა მაინტერესებს რატომ?
მიშკა ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close