ცხოველთა სამყარო

სიკვდილის წინ ქმარმა ცოლს ერთი თხოვნა დაუბარა … – მარტოხელა მოხუცის ისტორია

 ,,დღეს გლდანიდან 72 წლის ქალბატონი ლამარა ქარელიძე დაგვიკავშირდა და დახმარება გვთხოვა. მასთან მისულებმა ძალიან სევდიანი ისტორია მოვისმინეთ:

ქალბატონი ლამარა რამოდენიმე თვის წინ დაქვრივდა, უფრო ადრე კი ერთადერთი შვილი დაიტირა და მიწას მიაბარა. მეუღლისგან 2 მონადირე ძაღლი დარჩა, ჯეკა და ნადირა. სწორედ ჯეკასა და ნადირას სეირნობისას დაშავდა ოჯახის უფროსი, წაიქცა, სინკარის რკინა პირდაპირ ფილტვში შეერჭო და მძიმედ დაშავდა. ათი დღის განმავლობაში იწვალა. სიკვდილის წინ ქმარმა ცოლს დიდი თხოვნა დაუბარა, – ჩემს ჯეკას და ნადირას მიმიხედეო. ქმრის გარდაცვალების შემდეგ
მეზობლები ავიწროებდნენ საბრალო ქალს, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი მეზობელი სოსო ჭელიძე გამოირჩეოდა აგრესიით, ხან ქვებს უშენდა ძაღლებს, ხან კიდევ მოხუცს ემუქრებოდა, მოაშორე ძაღლები თორემ დავხოცავო.
მიზეზის გარკვევისას აღმოჩნდა, რომ თურმე რწყილების ეშინიათ, ძაღლმა რწყილი იცისო და კორპუსში გამრავლდებაო.

,, ინსულტგადატანილი მარტოხელა მოხუცი ვარ, ამათთან ბრძოლის ძალა აღარ მაქვს. უმორჩილესად გთხოვთ, გადამირჩინეთ ძაღლები, წაიყვანეთ თქვენთან და მე თუ ყოველდღე ვერ შევძელი, კვირაში ერთხელ მაინც მოვალ ხოლმე მათ მოსანახულებლად. წვნიანს მოვუტან და ვანუგეშებ, თან თავსაც ვინუგეშებ, რომ თქვენთან კარგად იქნებიან ჩემი ჯეკა და ნადირა.“ – ცრემლიანი თვალებით და აკანკალებული ხმით შეგვევედრა ქალბატონი ლამარა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თავშესაფარი ფინანსური პრობლემების გამო ბინადრებს აღარ იღებს, თამაზ ელიზბარაშვილმა დაუშვა გამონაკლისი და ქალბატონ ლამარას დახმარების ხელი გაუწოდა. ამიერიდან ჯეკა და ნადირა ჩვენს თავშესაფარში იცხოვრებენ .
ცხრასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებიდან არცერთი მათგანი არ გამოსულა და არ უნუგეშებია ატირებული ქალბატონი, რომელიც შვილებივით გაზრდილ ძაღლებს ემშვიდობებოდა.

თავშესაფარს სჭირდება თქვენი დახმარება. თქვენ მიერ გაღებული 1 ლარიც კი ჩვენთვის ძვირფასია. ჩვენი რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი : სს ,,საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი : BAGAGE22
მიმღების დასახელება:ელიზბარაშვილი თამაზ
მემღების ანგარიშის ნომერი : GE83BG0000000574178400
ანგარიშის რეკვიზიტები აშშ დოლარში:
BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLAR
Intermediary Bank: Citibank N.A. New York , USA
Swift:CITIUS33
Account with Institution:Bank of Georgia
Swift: BAGAGE22
Address:29a Gagarin street, Tbilisi 0160 , Georgia
Beneficiary: ELIZBARASHVILI TAMAZ
Account:GE83BG0000000574178400
ანგარიშის რეკვიზიტები ევროში:
BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EURO
Intermediary Bank :Commerzbank, Frankfurt,Germany
Swift:COBADEFF
Account with Institution:Bank of Georgia
Address:29a Gagarin street, Tbilisi 0160 , Georgia
Swift: BAGAGE22
Beneficiary: ELIZBARASHVILI TAMAZ
Account:GE83BG0000000574178400″

წყარო: ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close