სიამის ტყუპების ტრაგედია
ერთ-ერთი დაორსულდა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც ორივე და კვებავდა ძუძუთი

სიამის ტყუპებზე, როზა და იოსეფა ბლაჟეკებზე, დღემდე ბევრს წერენ. მათ შეძლეს სრულფასოვნად ეცხოვრათ, ჰქონოდათ საყვარელი საქმე და ჰყოლოდათ შვილი. ისინი 1878 წელს დაიბადნენ ბოჰემიაში. ტყუპები მენჯებით იყვნენ შეერთებულნი.
.
ისინი სწავლობდნენ მუსიკას, გამოდიოდნენ სცენაზე და მოგზაურობდნენ ევროპაში.
საფრანგეთში ტურნეს დროს როზას შეუყვარდა ოფიცერი, სახელად ფრანცი. ეს სიყვარული ორმხრივი იყო. იოსეფას გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ დის სიყვარული მიიღო.
.
როზა დაორსულდა. დებს ყველაფრის გადატანა ერთად მოუწიათ. დაიბადა ვაჟი, რომელსაც ორივე და კვებავდა ძუძუთი.
.
დები სცენაზე შვილთან ერთად დაბრუნდნენ. მათ წარმოდგენას ერქვა „ორი დედა – ერთი გული“. მაყურებელი ცრემლებით ხვდებოდა მათ გამოსვლებს.
1922 წელს იოსეფა გრიპით დაავადდა. ექიმებმა როზას ქირურგიული ოპერაციის გაკეთება შესთავაზეს, რომ გადარჩენილიყო, მაგრამ მან უარი განაცხადა.
„ჩვენ ერთად მოვედით ამ სამყაროში და ერთად წავალთ“, – ასეთი იყო მისი პასუხი. იოსეფას გარდაცვალებიდან 12 წუთში როზაც გარდაიცვალა.