პოლიტიკა

სევდია უგრეხელიძე: ოთარ აბესაძე ერთი ბეღურა ჩიტია

თბილისის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ სევდია უგრეხელიძე მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ინფორმაციას ipress ავრცელებს.

„აბესაძე გახლავთ, ასე ვთქვათ, ერთი ბეღურა ჩიტი, რომელიც გამოვლენაა, იმისა რომ არ გეგონოთ აქ ვინმეს რამე გაუვა კონტროლის გარეშე, თუ ისე არ მოიქცევა როგორც საჭიროა. უკვე ხაზებია გახნილი და წილებია მისატანი და ეტყობა აბესაძემ იქ არ მიიტანა წილი, სადაც საჭირო იყო“, – აცხადებს უგრეხელიძე.

„ეს არის წმინდა წყლის პირადი დაპირისპირება, ან არის გასუფთავება მერიის რაღაც კადრებისაგან და ადგილის მოსუფთავება. ნუთუ ვინმეს ჯერა, რომ ბატონი კალაძე მოვა და მას გამოადგება ნარმანიას კადრები. თუ უფრო პროფესიულ კადრებს მოიყვანს ე.ი ისინი უფრო პროფესიულად დაარღვევენ კანონს. ეს ყოველთვის ხდება, გადანაწილება მოხდება ამ კადრების“, – ამბობს საკრებულოს დეპუტატი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close