საზოგადოება

,,გუშინ 7 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი და 3 დრონი წავიდა რუსკი ვაენი კარაბლთან”

,,331-ე საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური პოლკოვნიკი სუხარევიც - კუკუუ. 2008- ში ჩვენთანაც იბრძოდა ეგ....."

დილა მშვიდობისა! მიყვარს ამ 2 სიტყვით რომ ვიწყებ ტრადიციულ სტატუსს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს: სისხლიანი დიქტატორის და კაცის მკვლელი (ვციტირებ ბაიდენს) პუტინის “ძლევამოსილი” არმია ვერცერთი მიმართულებით წინ ვერ მიიწევს. თან, ჩვენების მიერ ეს დღეში 10 საფრენი აპარატის განადგურება წესად იქცა. გუშინაც 7 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი და 3 დრონი წავიდა რუსკი ვაენი კარაბლთან. ცნობადი სახეებიც აკლდებათ და აკლდებათ. 331-ე საჰაერო-სადესანტო პილკის მეთაური პოლკოვნიკი სუხარევიც – კუკუ. 2008 ში ჩვენთანაც იბრძოდა ეგ….. და ცნობილ 2014 წლის ილოვაისკის ბრძოლაში იყო თავკაცი. ტვირთი 200 – ერთი ათასად ფაშისტი ოკუპანტებისთვის.
კიევზე შეტევა საერთოდ გამოირიცხება უკვე. აწი ისევ დონბასს და მარიუპოლს თუ დაბომბავენ, თორემ მიკოლაევის ოლქის ხელძმღვანელი, სიცოცხლეში ლეგენდად ქცეული ვიქტორ კიმი ხვნა თესვის სამუშაოებისთვის ემზადება. ოქრო კაცი! პირადად მინდა გავიცნო!
უახლოესი 10 დღის მანძილზე დიიიდი სიურპრიზები ელით ფაშისტებს! საცა წაასწრებენ, იქამც…..
ბოლოს, ერთი რასაც ამბობენ აშშ-ს და საფრანგეთის პირველი დიპლომატები, პუტინი სულ თვალის ასახვევად თამაშობს ამ მოლაპარაკებობანას. იკრებს ეხლა დაქირავებულებს და აპირებს ახალი ძალით შეტევას. მიდი ვოვა მიდი, გაითხარე შენი ხელით საფლავი. უკრებიც დაგეხმარებიან.
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close