საზოგადოება

მერიის საახალწლო საჩუქარი თბილისელებს – საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება

,,ხალხს 50 თეთრის გადახდა უჭირს და 250 ლარი საიდან უნდა მოიტანოს?"

,,ნაცვლად ყველაზე ღარიბი ფენისთვის გადაადგილების ხელმისაწვდომის გაზრდისა, ნაცვლად საზ. ტრანსპორტის გაიაფებისა და გაკომფორტულებისა, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო ქალაქში საცობები და გამონაბოლქვი – მივიღეთ მინიმუმ ორჯერ გავირებული ტარიფი!
ხალხს, ვისაც თვეში 150-250 ლარის გადახდის შესაძლებლობა აქვს, ისინი არც დადიან საზ. ტრანსპორტით! თვიდან-თვემდე და დღიდან-დღემდე რომ ძლივს გაგვაქვს თავი, იმ ხალხს გვჭირდება საზ. ტრანსპორტი, მათ ვინც დილით სამსახურში მიდის და საღამოს მოდის, მათ ვინც დღეში 1 ლარად ახერხებდა აქამდე სამსახურში წასვლას და დაბრუნებას და ახლა რა მივიღეთ? იგივე რომ დაგიჯდეს მგზავრობა, უნდა იყოდო 150 ლარიანი ან 250 ლარიანი აბონიმენტი.  ხალხს 50 თეთრის გადახდა უჭირს, 250 ლარის საიდან უნდა მოიტანონ?” _ წელე ფბ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მამუკა ჯუღელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის კონცეფცია წარადგინა, რომელიც ნაცვლად ტრანსპორტით მგზავრობის გაიაფებისა, მის გაძვირებას იწვევს.

⭕ თუ კი აქამდე სამსახურში წასვლა და დაბრუნება 1 ლარი უჯდებოდათ მოქალაქეებს ახლა იმისათვის, რომ უფრო იაფად მგზავრობა შეძლოტ მინიმუმ 6 თვიანი – 150 ლარიანი აბონიმენტი უნდა შეიძინოთ.
⭕ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები:
1. ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი – 1 ლ
2. ულიმიტო ერთ დღიანი ბარათი 3 ლ.
3. ულიმიტო ერთ კვირიანი ბარათი – 20 ლ
4. ულიმიტო ერთ თვიანი ბარათი – 40 ლ
5. ულიმიტო სამ თვიანი ბარათი – 100 ლ
6. ულიმიტო ექვს თვიანი ბარათი – 150 ლ
7. ულიმიტო ერთ წლიანი ბარათი – 250 ლ

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close