ადვოკატების საპროტესტო შეკრება თბილისსა და ბათუმში- რას ითხოვენ უფლებადამცველები?
,,არ შეიძლება, სამკურნალო დაწესებულებაში სამი კვირის განმავლობაში პაციენტს გაუკეთდეს 1000 ამპულა ნარკოტიკული საშუალება"
18 სექტემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და მისი ადვოკატები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია ბათუმში, ერას მოედანზეც გაიმართება, სადაც სოლიდარობის ნიშნად ბათუმელი ადვოკატებიც მივლენ. მე, ზაზა ხატიაშვილმა გადვწყვიტე დავდგე ერას მოედანზე ბათუმში ვინაიდან საჭიროა მთელი საზოგადეების გვერდში დგომა ,რომ არ მოხდეს საქართველოში საშინელი პრეცედენტის დაკანონიება. კოლეგებო გავაპროტესტოთ წარმოუდგენელი ძალადობა ადამიანზე! არ შეიძლება, სამკურნალო დაწესებულებაში სამი კვირის განმავლობაში პაციენტს გაუკეთდეს 1000 ამპულა ნარკოტიკული საშუალება და საზოგადოებამ აღნიშნული მიღოს როგორც ნორმა! ჩემი აზრით, არასწორმა და დანაშაულებრივმა მკურნალობამ გამოიწვია 20 წლის იმედისმომცემი ფეხბურთელის ვახტანდ ჩარკვიანის სიკვდილი- წერს სოციალურ ქსელში ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ჩარკვიანი კოვიდსაშიშროების პერიოდში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამამისი, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი მოპოვებული მტკიცებულებებით ადასტურებს, რომ მისი შვილი სამედიცინო დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლია და დამნაშავე მედპერსონალის დასჯას უკვე წლები მოითხოვს.