საზოგადოება

,,სახელმწიფო ჩამოიშალა, ქურდები დაგვაჯდნენ თავზე, ერთი კრიმინალი თავის ნებაზე ათამაშებს მთელ სახელმწიფოს”

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:

_ რაც მე გუშინ ხელისუფლებას ვაგინე სრულიად დამსახურებულად, მძარცველის შეჭრა ბანკში და მძევლების აყვანა ნაცების პროვოკაციად რომ მონათლეს იმის გამო, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, უკვე აშკარად ჭარბობს პირიქითა მხარის შეფასებები, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, ქურდები დაგვაჯდნენ თავზე, ერთი კრიმინალი თავის ნებაზე ათამაშებს მთელ სახელმწიფოს და ა. შ.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ დაიცათ რა თქვე მამაცხონებულებო! მოითმინეთ ერთი-ორი დღე, გამოხატეთ კმაყოფილება მძევლების გათავისუფლების გამო და იმედი გამოთქვით, რომ დააკავებენ დამნაშავეს, რადგან მისი დაუსჯელობა იქნება ცუდი პრეცედენტი და ა.შ. რომ დადექით და უკვე დედას იგინებით, ჯერ არ დამთავრებულა ოპერაციაო და რა იცით დამთავრდა თუ არა ყველაფერი? იქნებ და იჭერენ იმ მძარცველს? თუ ვერ დაიჭერენ და სამი დღის მერე რომ აგინოთ ხელისუფლებას, ჩამოგეშლებათ სამყარო თუ რა მოხდება?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close