საზოგადოება

,,სახელმწიფო რომ ხარ, რატომ არ იცავ ამ ბავშვებს?”_ დედა გარდაიცვალა და მამა 7 შვილს უვლის

,,ჩემს გვერდზე “ობიექტივის” მიერ მომზადებული, ძალიან სევდიანი სიუჟეტი დევს. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახია. დედა გარდაიცვალა. მამა 7 შვილს უვლის… ტანჯვით. გაჭირვებით. ვუყურებ ამ ბავშვებს და ვფიქრობ: რატომ არის სახელმწიფოსთვის ასეთი რთული, ასეთი მიუღწეველი მსგავსი ოჯახების დახმარება-არა… ოჯახის უფროსის დასაქმება. ან ხელისუფლება რომ ხარ, გარშემო ამდენ ღატაკს და მშიერ ადამიანს რომ უყურებ და მათ გოდებას ისმენ, ხელფასის მომატებაზე აზრი როგორ მოგდის მაგ ცარიელ თავში? ეს არის ერის გენოციდი, სხვა კი არაფერი? და ვაკვირდები ხოლმე, ასეთ განსაცდელში მყოფ ოჯახებს კიდევ გაჭირვებული… არამდიდარი… თავად ხანმოკლე ხალხი ეხმარება. ახლაც ამ ხალხის იმედი მაქვს. ვიცი, დაიძვრება სურსათიც და სანოვაგეც სიუჟეტის გმირების ოჯახში, მაგრამ შენ… სახელმწიფო რომ ხარ, როგორ იცავ ამ ბავშვებს? მეტიც, რატომ არ იცავ ამ ბავშვებს? რომელ რეფორმებსა და ღირებულებებზე გველაპარაკებით, ერთი პატარა ერისთვის ვერ მოგივლიათ?! ტყუილით გაჟღენთილი, ოპტიმისტური მოხსენებების წერა კი გეხერხებათ და სკამებზე მიწებება. ფუ, თქვენი…” _ ირმა ინაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close