საზოგადოება

საწვავის ფასმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია! _ აქცია ,,სოკარი”-ს სათავო ოფისთან

ავტომფლობელები კომპანია “სოკარის” სათავო ოფისთან შეიკრიბნენ და საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მსხვილი კომპანიები, მათ შორის “სოკარი” ფასებს ხელოვნურად არეგულირებენ, რის შედეგად საწვავის ფასმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

ისინი კომპანიებისგან საწვავის ფასების დარეგულირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს განაგრძობენ და პროტესტს პერფორმანსის საშუალებითაც გამოხატავენ.

კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ 30 ივლისს, თბილისში, გმირთა მოედანზე, ასობით მძღოლი ავტომობილს გააჩერებს და საწვავზე ფასების ზრდას ამ გზით გააპროტესტებს.

“ვაჩერებთ ყველა” ასე ეწოდება ჯგუფს, რომელშიც საწვავზე ფასების ზრდით უკმაყოფილო მოქალაქეები გაწევრიანდნენ.

ამავე მოთხოვნებით, ავტომფლობელებმა აქცია 8 ივლისსაც გამართეს.

წყარო: newposts.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close