საზოგადოება

საცურაო აუზის ტრაპში 2 წლის ბავშვს მუხლი გაეჭედა

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, საკუთარ პროფესიასთან ერთად, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ხშირად მაშველის ფუნქციასაც წარმატებით ასრულებენ. ამჯერად ექიმებმა 2 წლის ბიჭუნა გადაარჩინეს.
გამოძახება თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი საცურაო აუზის ტერიტორიიდან დღეს, 12.35 წუთზე შევიდა. ადგილზე მისულ 0312 ბრიგადის ექიმებს შემდეგი სურათი დახვდათ: წყლით სავსე საცურაო აუზი და მის ტრაპში მუხლგაჭედილი 2 წლის შეშინებული ბიჭუნა, რომლის დახმარებასაც მწვრთნელი ცდილობდა. ექიმები ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე ჩავიდნენ აუზში და შეშინებული პატარა სამშვიდობოს ამოიყვანეს. ბავშვს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და იგი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს პატარა ბიჭს.
(0312 ბრიგადა: ალექსი ბალიაშვილი, ვარდენ ქობულია, ტარიელ მესხია)

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close