სამართალი და კრიმინალი

საშინელ ავარიას ქვემო მაჩხაანში 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც კახეთში მოხდა, მსხვერპლით დასრულდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი და დაშავებულებიც არასრულწლოვნები არიან. გარდაცვლილია სოფელ ქვემო მაჩხაანის მკვიდრი, 15 წლის გიორგი ჯანყარაშვილი, ხოლო ორი დაშავებულიდან, ორივე, 14 წლის ასაკის მოზარდია.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ერთ- ერთ დაშავებულს, პაპისგან ჰქონდა ნათხოვარი.
„მანქანა პაპამ ათხოვაო, ასეთი ინფორმაცია გვაქვს. ეს ორნი კლასელები არიან, მაგრამ ეს გარდაცვლილი ბიჭი, არავინ იცის, როგორ მოხვდა ამათთან“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

პია

Related Articles

Back to top button
Close