პოლიტიკა

,,საქართველო დადგება იმის წინაშე, რაც დღეს ბელორუსშია…”

 

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:

_ კვაზი სახელმწიფოების პრობლემა ძალზე ღრმაა!

ცენტრალური პრობლემა – ეს არის ხელისუფლების გადაცემის პრობლემა, რაც მკაცრ კონსტიტუციურ მექანიზმსა და პოლიტიკური ელიტებისა და საზოგადოების შეთანხმებას მოითხოვს: შეთანხმების არსი ისაა, რომ ”თამაშის წესები” არ ირღვევა, დამრღვევი (მაგალითად, გამყალბებელი) პოლიტიკურ სცენას ტოვებს, რადგან შანსი აღარ რჩება მხარდაჭერისა…

რაკი არ არსებობს ხელისუფლების გადაცემის კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი და თანხმობით გამაგრებული ალგორითმი, – ე.წ. ”დემოკრატიული არჩევნები” ფიქცია და მთავარი დესტაბილიზაციის წყარო ხდება!.. ხუხულა ავტორიტარული და არაფორმალური მმართველობების დამხობის პროვოცირების მექანიზმი!

ყველა ავტორიტარული და არაფორმალური მმართველობის მიერ აგებული შენობა ხუხულაა, რომელიც პირველივე სერიოზული მიწოლისთანავე ინგრევა…

არჩევნები ხდება სიკვდილ-სიცოცხლის დაპირისპირების საფუძველი, რადგან… ხელმრუდე ხელისუფლებებს ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ (როგორც წესი, რევოლუციების გზით) ელით ან გაქცევა, ან ციხე, ან სიკვდილი, – მოკლედ, არაფერი საიმედო მათთვის…

არადა, არჩევნები –
ეს მხოლოდ კადრების როტაციაა და სხვა არაფერი!

სწორედ ხელისუფლების გადაცემაა ის მთავარი, რაც დაწყევლილ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ვერ ქმნის დალაგებულ სახელმწიფოებს, ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკის მემკვიდრეობითობას, საიმედოობასა და სანდოობას…

საქართველო კვლავ ამ საფრთხის წინაშეა!
სწორედ ხელისუფლების გადაცემის ღრმა პრობლემამ გამოიწვია ის დაპირისპირება, რაც ბელორუსშია, – არჩევნები მხოლოდ საბაბია და ჩემი ჯერ კიდევ 20 წლის წინანდელი პარლამენტის ტრიბუნიდან გაცხადებული შეფასების დამადასტურებელი (უკვე მერამდენედ!) –

შეუმდგარ სახელმწიებში არჩევნების, როგორც დესტაბილიზაციის მთავარი წყაროსა…

მაშინ მე 2003 წლის არჩევნები მქონდა მხედველობაში, რადგან სიტუაციას შიგნიდან ვიცნობდი… სწორედ დემოკრატიული არჩევნების გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შეუძლებლობის შესახებ ვესაუბრებოდი ვაშინგტონშიც და თბილისში და…

სახეზე ვხედავდი – 3 წლით ადრე არ ქონდათ რეალობის შეგრძნება, რაც ჩემში (და არც ვმალავდი) სარკასტულ ღიმილს იწვევდა…

საქართველო დადგება იმის წინაშე, რაც ბელორუს

3შია დღეს…

2024 წელი უდიდესი გამოცდის წელი იქნება რუსეთისთვისაც: მოახერხებენ თუ არა ხელისუფლების გადაცემას… იგივე საფრთხის წინაშეა აზერბაიჯანი, სომხეთი და თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო…

ბელორუსში არ ხდება ზედაპირული მოვლენა!
დიქატურაზე საუბარი, ”დემოკრატიის” შეზღუდვა და ხალხის მისწრაფება ”თავისუფლებისაკენ” –
პრიმიტიული პროპაგანდისტული ხერხებია…

დაულაგებელ ქვეყანაში ხელისუფლების პრობლემა წარმოქმნის იმას, რაც თბილისში მოხდა არაერთხელ, უკრაინაში მოხდა, ბელორუსში ხდება და … მოხდება კიდეც შედეგით ”ან-ან”, – ანუ ან სახელმწიფოებად ჩამოყალიბება მოხდება, ანდა ეს კვაზი-სახელმწიფოები სხვადასხვა დროს შეწყვეტენ არსებობას…

საქართველოს მაგალითზე არ არსებობს ხელისუფლების გადაცემის არანაირი გონივრული მექანიზმი (რეალური)… ეს დიდი – დიდზე დიდი პრობლემაა, რაც მალე იჩენს თავს!

Related Articles

Back to top button
Close